მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედიაში 1 მლნ დოლარის თურქული ინვესტიციით ტექსტილის ქარხანა გაიხსნება

5c055cddd16ef
ელენე გოგბერაშვილი
04.12.18 09:30
1879
2011 წლიდან დღემდე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრმა კომპანიებმა საქართველოში 600 მლნ დოლარამდე ინვესტიციები განახორციელეს.

ასოციაციაში დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 14 კომპანიაა გაწევრიანებული, რომლებიც მრეწველობის, მშენებლობის, ტურიზმისა და მედიცინის სფეროებში ახორციელებენ ინვესტიციებს.

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქანი bm.ge-თან აცხადებს, რომ მათ წევრ კომპანიებს ამ დროისთვის სამი მიმდინარე პროექტი აქვთ.
ერთ-ერთი მათგანი სამტრედიაში ტექსტილის ქარხნის პროექტია, რომელიც 250 ადამიანს დაასაქმებს.

ჩალიშქანის თქმით, პროექტზე მილიონ დოლარამდე თურქული ინვესტიცია დაიხარჯება.

ქარხნის გახსნას ინვესტორი კომპანია თვენახევარში გეგმავს.

მიმდინარე პროექტებს შორისაა: მცირე სასტუმროს და საგამოფენო სივრცის პროექტები ბათუმში.

დღემდე ასოციაციის წევრ კომპანიებს საქართველოში 16 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები