მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამტრედიაში დამატებით 1000-მდე ადამიანი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს

5b937135abebb
BM.GE
08.09.18 10:49
759
რეგიონებში წყალმომარაგების გრაფიკის გაუმჯობესებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ამჯერად, სამტრედიაში 1000-მდე ადამიანისა და 12 საზოგადოებრივი დაწესებულების უწყვეტი სასმელი წყლით მიწოდება უზრუნველყო.

ქ. სამტრედიაში, ნახალოვკის დასახლებაში მცხოვრებ ათეულობით ოჯახს წყალმომარაგების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა. მოძველებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფდა აბონენტებისთვის სტაბილურ წყალმომარაგებას, რის გამოც მოსახლეობა სასმელ წყალს დღე-ღამის გამვალობაში სამსაათიანი გრაფიკით იღებდა.

პრობლემის მოსაგვარებლად, კომპანიის საავარიო ჯგუფმა სამუშაოები დაასრულა, პროექტის ფარგლებში ქალაქის წყალმომარაგების ქსელზე გადაერთება და მთავარ მაგისტრალზე დაზიანებების აღდგენა მოხერხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები