მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედიაში ყველის საწარმოები დააჯარიმეს და წარმოება შეუჩერეს | სეს

სამტრედია
16.11.26 17:39
• 315

სამტრედიაში ყველის საწარმოების შემოწმების შედეგად 2 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ოპერირების უფლება შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების შედეგად ფიზიკური პირების დ. ხ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში) და მ. ჭ. -ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა N6.) კუთვნილ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ და არ იყვნენ რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ობიექტებზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველიც, რომელიც დაილუქა ინსპექტორების მიერ.

აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები