მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი გარდაიცვალა

 ზაალ გელაშვილი

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის უსამძიმრებს ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია.

ვუსამძიმრებ ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

განათლებით სამართალმცოდნე, სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე, 2022 - 2025 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო" - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო. მანამდე 2016-2017 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა.

2003 წელს მან კომპანია მაგი დააფუძნა, 2003-2015 წლებში კი ადვოკატთა ასოციაციის წევრი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები