მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამწუხაროა, რომ ასეთი სანქციები აქვს ქვეყნის დიპლომატიურ პასპორტებს" - ირინე იმერლიშვილი

ირინე იმერლიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში წუხს იმის შესახებ, რომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა გაუქმდება.

მისი თქმით, ეს ძალიან რთულია როგორც ცალკეული ინდივიდებისთვის, ასევე ქვეყნისთვის.

"საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს აქვს დიპლომატიური პასპორტი... ძალიან ვწუხვარ, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი სანქციები აქვს ქვეყნის დიპლომატიურ პასპორტებს... რა ვიცი, რა გითხრათ სხვა. არ მგონია, მოსამართლის გადაწყვეტილება, როდესაც არის დასაბუთებული, უკავშირდებოდეს ამ გადაწყვეტილებას. ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ვფიქრობ, ზოგადად ქვეყნისთვის და არამხოლოდ თითოეული ინდივიდისთვის", - ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში

ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები