საქართველოში იახტების დილერი კომპანია Ramses Yachts-ი 2014 წლიდან გამოჩნდა, 2017 წელს კი, კომპანიამ საქართველოში იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Yachts შემოიყვანა. კომპანიის პორტფელი ამჟამად 19 გაყიდულ მცურავ საშუალებას აერთიანებს.
როგორც Ramses Yachts-ის დირექტორმა, გიორგი ჩიკვაიძემ BMGTV-ის გადაცემა "შეცვალე წესებში" აღნიშნა, ამ წლების განმავლობაში მუდმივ განვითარaბასა და მომხმარებლისთვის რაც შეიძლება მეტი ბენეფიტის კომფორტის ცდილობენ. თუმცა, მისი თქმით, საქმიანობის თანამდევი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ საქართველოში ამ ინდუსტრიაში კონკურენცია არ არსებობს.
"მუდმივად ვცდილობთ რომ განვვითარდეთ და ტემპი არ შევანელოთ, მათ შორის პროდუქცია მინიმალური მოგებით ან საერთოდ მოგების გარეშე გავყიდოთ და იახტის მფლობელებს მაქსიმალურად მეტი ბენეფიტი მივანიჭოთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ცხადია გვაქვს შეცდომებიც. თავიდან სფეროს შესახებ მხოლოდ თეორიული ცოდნა გვქონდა, პრაქტიკა პირველ გაყიდვებთან ერთად გავიარეთ, იყო კომპეტენციის ნაკლებობაც. დღეს სამწუხაროდ კონკურენტები არ გვყავს და ეს ჩვენზე დამღუპველად მოქმედებს, რადგან ჩვენი თითოეული მინუსი წინა ხაზზე არის წამოწეული და ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული", - ამბობს გიორგი ჩიკვაიძე.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში საიახტო ინდუსტრიის განვითარებას. ჩიკვაიძის თქმით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ პროცესი წინ მიდის. მისივე შეფასებით, ამ სფეროს მეტად განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ბათუმის ხელოვნური კუნძულის, "ამბასადორი ბათუმი აილენდის" აშენებას ექნება, რომელიც საქართველოთი მაღალმსყიდველუნარიანი ადამიანების დაინტერესებას უზრუნველყოფს.