მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროდ, წელს უფრო ნაკლები ჯავშნებია - "ბიოლის" დამფუძნებელი

ბიოლი

ველნეს კურორტ “ბიოლის” დამფუძნებელი, თამაზ მჭედლიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, წელს შედარებით ნაკლები ჯავშანია.

როგორც თამაზ მჭედლიძემ BMG-ისთან ინტერვიუში განაცხადა, უცხოელები სიფრთხილეს იჩენენ. აღსანიშნავია, რომ ქალაქგარეთ, კოჯორში მდებარე კურორტი, ძირითადად, სწორედ უცხოელ ვიზიტორებზეა გათვლილი.

სამწუხაროდ, წელს უფრო ნაკლები ჯავშნებია. უფრო ფრთხილად არიან და ყოყმანობენ, ჩამოვიდნენ თუ არა. ეს პრობლემა არის. 90%-ით უცხოელებზე ვართ გათვლილი. ზოგადად, ადგილობრივი ჯავშნები ნაკლებად გვაქვს, ველნესი ქართველ მომხმარებლებში არაა იმდენად პოპულარული. 2023 წელი, გასული მაისი წლევანდელზე უკეთესი იყო, ორი აზრი არ არის. ცოტა სხვა სიტუაცია იყო“,- ამბობს თამაზ მჭედლიძე.

რაც შეეხება საკითხს, როგორ აისახა ქვეყანაში არსებული არასტაბილურობა „ბიოლის“ გეგმებზე, თამაზ მჭედლიძე ამბობს, რომ თავად გეგმები არ შეუცვლია, თუმცა არის შეფერხება რეზიდენციებთან დაკავშირებით, რომელთა კომერციულად შეთავაზებაც ხდება. ამასთან, “ბიოლის” დამფუძნებლის თქმით, დუბაიში გამოფენაზე პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა ახლა ყველა მოლოდინის რეჟიმშია.

„რეზიდენციების პროექტი, რომლის მიხედვითაც მსურველს კურორტზე გაჯანსაღების ადგილის ყიდვა შეუძლია, შეფერხდა, დავიცადოთ რა იქნებაო. 20-მდე კოტეჯია, რომელსაც საკუთრებაში გადავცემთ. თებერვალში ვიყავი დუბაიში გამოფენაზე, ძალიან მაგარი ინტერესი წამოვიდა და ახლა ცოტა შეჩერებულია. ყველა მოლოდინშია, დაპაუზებულები ვართ...“,- ამბობს თამაზ მჭედლიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები