სამუშაო ადგილების რაოდენობა განახლებადი ენერგიის სექტორში 12-ჯერ სწრაფად იზრდება, ვიდრე ამერიკის ეკონომიკა. ამერიკული გარემოსდაცვითი ფონდის (Environmental Defense Fund's Climate Corps) ანგარიშის მიხედვით, მაგალითად ქარის ენერგიის სექტორში 4 მილიონამდე სამუშაო ადგილია. შედარებისთვის, ეს ციფრი 2011 წელს 3,4 მილიონი იყო.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, მსხვილი კომპანიების 46%-მა განახლებადი ენერგიის სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაზარდეს.
ჯამში, 2012 წლიდან დღემდე, განახლებადი ენერგიის სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა. ნავთობისა და გაზის წარმოების სექტორში კი ნოემბერში პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა. 2015 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქვანახშირის მაღაროებში დასაქმებული პირების რაოდენობა 12%-ით შემცირდა.

























