მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა 52.0% სამშენებლო სექტორზე მოდის

5adc328cdc5e3
მეგი კავთუაშვილი
22.04.18 14:00
980
სამუშაო ადგილზე დაღუპულთა 52.0% სამშენებლო სექტორზე მოდის. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გამოავლინა, უბედური შემთხვევების მიზეზი დამცავი მოაჯირების, მოუვლელი ხარაჩოების, უსაფრთხოების ბადეების არ არსებობა და უსაფრთხოების სხვა ზომების დაუცველობა იყო.

„უბედური შემთხვევები ხშირ შემთხვავაში უკავშირდება სამშენებლო ობიექტებზე არსებულ სისტემურ მიზეზებს, კერძოდ სამშენებლო ობიექტებზე დამცავი მოაჯირები არ არის დამონტაჟებული ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე, ან არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის N477 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნებს დამცავი მოაჯირების მოწყობისა და ექსპლუატაციის მიმართ; ხარაჩოები მოუვლელია, მასში გამოყენებული ლითონის დეტალები გაცვეთილია და დეფექტები გააჩნია, საყრდენი ბოძები მყარად არაა დამაგრებული ნიადაგზე, პლატფორმის ასაგებად გამოყენებული ფიცრები არ არის მყარად დამაგრებული შემაკავშირებელ კოჭებზე ან ბოძებზე, არ არის გამყარებული საბჯენი და ჯვარედინი ბოძებით; დაკიდული ხარაჩოების საბჯენ ბოძებთან მაბალანსირებელი ტვირთი მყარად არ არის დამაგრებული; უსაფრთხოების ბადეები დეფექტიანია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არ ხდება ინდივიდუალური საშვალებების ეფექტური გამოყენება (დამცავი ღვედები).“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები