მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამუშაო ობიექტზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს"

5b4dd6c4c6c9f
მეგი კავთუაშვილი
17.07.18 15:43
504
ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება. მისი განცხადებით, ქვანახშირის საბადო კომპანიას სახელმწიფოსგან ლიცენზიით აქვს აღებული, რისი მიზანიც არა კომერციული ინტერესი, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იყო.

"როგორი უფლებითაც არ უნდა აღიჭურვოს შრომის ინსპექცია, პრობლემას ეს ვერ მოაგვარებს. პრობლემის სათავე არის ის, რომ ადამიანს არა აქვს ალტერნატივა, არ არის სხვა სამუშაო. სამუშაო ობიექტზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს. სასამართლო/არბიტრაჟი სოლიდური კომპენსაციის გადახდას დააკისრებდა დამსაქმებელს დაზარალებულის სასარგებლოდ, მაგრამ ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი“ - წერს აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში პირად გვერზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები