მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამუშაო საათები გლობალურად: ვინ მუშაობს ყველაზე მეტს?

სამუშაო საათები

ქვეყნებში, რომლებიც დიდწილად შრომატევად სამუშაოებზე არიან დამოკიდებულნი, სამუშაო საათები ხშირად ხანგრძლივია. მიუხედავად იმისა, რომ დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე მუშაობა ბევრისთვის უცვლელ სტანდარტად ითვლება, გლობალური სურათი სულ სხვა რეალობას გვიჩვენებს. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შრომისადმი დამოკიდებულება იმდენად განსხვავებულია, რომ ზოგისთვის კვირაში 35 საათი სრულიად საკმარისია, სხვებისთვის კი 50 საათიც მინიმუმად ითვლება.

Voronoi-ის ვიზუალიზაცია კი აცვენებს მსოფლიოს ყველაზე მშრომელ ქვეყნებს, კვირის განმავლობაში საშუალო სამუშაო საათების მიხედვით:

ქვეყნები საშუალო სამუშაო საათები კვირაში
1 ბუტანი 54.68
2 ლესოთო 49.98
3 სან-ტომე და პრინსიპი 49.00
4 კონგოს რესპუბლიკა 48.86
5 იორდანია 48.49
6 არაბთა გაერთიანებული საამიროები 48.28
7 ბურკინა-ფასო 48.19
8 ლიბერია 48.12
9 პაკისტანი 47.63
10 მონღოლეთი 46.58

ზედაპირული შეფასებითაც ჩანს, რომ ყველაზე მეტს აზიის ქვეყნებში მუშაობენ.

ბუტანში საშუალო სამუშაო კვირა 54.68 საათს შეადგენს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

უფრო მოკლე სამუშაო საათები გვხვდება მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სადაც დანერგილია ავტომატიზაცია და შრომის მაღალი ეფექტიანობა, რადგან იქ ნახევარგანაკვეთიან და მოქნილ სამუშაოებს სთავაზობენ.

ვიზუალიზაციის მიგნებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკურ მონაცემთა ბაზას (ILOSTAT) ეყრდნობა, რომელიც World Population Review-მ წარმოადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები