სვანეთში, უშგულში, 18 სექტემბრის დამწვარი "კაფე-ბარ ენგურის" აღდგენა მიმდინარეობს. ამის შესახებ ობიექტის მენეჯერმა ქეთი ჩუბინიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.მისი ინფორმაციით, ახლა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და შენობა მომავალი წლის ზაფხულისთვის აღდგება, ხოლო, როდის მიიღებს "ენგური" პირველ სტუმრებს, ეს უმთავრესად ფინანსებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ზუსტი თარიღის დასახელება რთულია.
"ახლა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პროცესი სესხით დავიწყეთ. შენობა მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა აღდგეს. ხოლო, როდის მიიღებს კაფე-ბარი პირველ სტუმრებს სრულად ფინანსებზეა დამოკიდებული ამიტომ ამ დეტალებზე საუბარი მიჭირს", - განაცხადა ქეთი ჩუბინიძემ.
მისი თქმით, მიყენებული ზარალის მოცულობასა და აღდგენისთვის საჭირო თანხებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ეს მფლობელების კომპეტენციაა პრეროგატივაა.
უშგულში, ენგურის ნაპირთან კაფე-ბარი "ენგური" 2018 წლიდან ოპერირებს. კვების ობიექტი 10-მდე ადგილობრივს ასაქმებდა და სტუმრებს ძირითადად ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იღებდა.