მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამწუხაროდ, ბევრ უცხოელს ნანახი აქვს სვანეთი, ხოლო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას - არა"

57bead4188d86
BM.GE
25.08.16 12:31
1390
"ჩვენ ვართ ის გუნდი, ის მთავრობა, რომელსაც არასოდეს გაუთელავს ფეხქვეშ ჩვენი მოქალაქეების ღირსება, რომელიც ყველა ნაბიჯს მხოლოდ ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის სიყვარულითა და პატივისცემით დგამდა ამ წლების განმავლობაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მესტიის მოსახლეობას, რომელსაც სვანეთის გაერთიანებული ოლქების კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა რა უნდა გაკეთდეს, რომ სვანეთი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მომხიბვლელი გახდეს და განვითარდეს შიდა ტურიზმი. „სამწუხაროდ, ბევრ უცხოელს ნანახი აქვს სვანეთი, ხოლო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას - არა. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მოხუცებმა მოინახულონ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ეს ულამაზესი კუთხე. ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ განვავითაროთ სპორტსკოლები ზამთრის სპორტის სახეობებისთვის. აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ტრადიციული გაზაფხულის არდადეგები, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დასვენება სვანეთში და გავზარდოთ ჯანმრთელი მომავალი თაობა. გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა თეთნულდის ტურისტული კომპლექსის განვითარებისთვის. იქ სერიოზულ ფინანსურ რესურსებზეა საუბარი, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან, რათა აუცილებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. აუცილებლად უნდა აშენდეს დამატებითი საბაგირო იმისთვის, რომ მესტიიდან შესაძლებელი იყოს ჰაწვალის საბაგიროთი ასვლა, რათა მოთხილამურეებს მესტიაში საბაგიროთი სარგებლობა გავუადვილოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები