მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამწუხაროდ, მოსახლეობა უცხოურ ვალუტას ყიდულობს ყველაზე მაღალ კურსზე და ყველაზე დაბალ კურსზე ყიდის"

576be362ed439
BM.GE
23.06.16 17:24
3003
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ბოლო დღეებში ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოვლენაა, რომელიც თავის კალაპოტში ჩადგება. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
 
„მინდა ყველას მოვუწოდო, მათ შორის ჩვეულებრივ მოსახლეობას ვისაც არ აქვს სპეციალური ცოდნა უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით: ძალიან გთხოვთ იყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ და გაყიდეთ მაშინ როცა გჭირდებათ.

არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები. სამწუხაროდ, როგორც ვიცი მოსახლეობა პირიქით აკეთებს და ყველაზე მაღალ კურსზე ყიდულობს და ყველაზე დაბალ კურსზე ყიდის.
მოვლენა, რომელიც ეხლა გვაქვს ერთჯერადია და ჩადგება კალაპოტში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები