მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამხატვრო აკადემიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება - გამოყოფილია 4,9 მილიონი

5d18a47d53354
BM.GE
30.06.19 16:05
1073
სამხატვრო აკადემიის ცენტრალურ სასწავლო კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნულ სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია, რომლის სავარაუდო ღირებულება 4,9 მილიონი ლარია.

სატენდერო დოკუნეტაციის მიხედვით, სამუშაოების მიმდინარეობისას უზრუნველყფილი უნდა იყოს სამუშაოების პარალელურად მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტობა და უსაფრთხოება.

რეაბილიტაციის შედეგად, იგეგმება ისეთი სამუშაოების განხორციელება, როგორებიცაა:

1. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები;
2. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამუშაოები;
3. ვენტილაციის მოწყობის სამუშაოები;
4. გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები;
5. გაგრილების სისტემის მოწყობის სამუშაოები;
6. სახანძრო სისტემის მოწყობის სამუშაოები;
7. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები;
8. სუსტი დენების სამონტაჟო სამუშაოები;
9. ლიფტის მონტაჟის სამუშაოები;
10. სატრანსფორმატოროს მოწყობის სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები