მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სან დიეგოს უნივერსიტეტი წელს სტუდენტებს არ მიიღებს - დეკანი მიზეზებს განმარტავს

6058785b7fc89
თათია კაკიაშვილი
22.03.21 15:40
1574
“სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო” ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წლის სექტემბრიდან ახალ სტუდენტებს ვეღარ მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ავტორიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებია, თუმცა უნივერსიტეტის დეკანმა ჰალილ გუვენიმ BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნული მიზეზი უარყო.

გუვენის თქმით, ამ პროცესის შეფერხების მიზეზი ის სარემონტო სამუშაოებია, რომლებიც უნივერსიტეტის გაფართოებისთვის მიმდინარეობს, თუმცა, მისივე თქმით, სასწავლო პროცესი ამ დროისთვის რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

"ჩვენ ვგეგმავთ სასწავლო დაწესებულების შენობის გაფართოებას და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით. შესაბამისად, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი არ შევაფერხოთ, დღეს სამ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ: თსუ-თან, სტუ-თან და ილიაუნისთან. ამ ეტაპზე, ჩვენი უნივერსიტეტის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, დაახლოებით, 9000 კვ. მეტრის ფართობის საკლასო ოთახებს და ლაბორატორიას ვაშენებთ. ამის შემდეგ სასწავლო პროგრამაში ჩვეულებრივ დავაბრუნებთ საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამებს. “სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ - საქართველოს” აკრედიტაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არა აქვს. ეს ჩვეულებრივი ავტორიზებული სახელმწიფო უნივერსიტეტია, სადაც საგანმანათლებლო პროცესი საქართველოში მიღებული სასწავლო პროგრამების მიხედვით მიმდინარეობს”, - განუცხადა BMG-ს “სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს” დეკანმა ჰალილ გუვენიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები