მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სან-ფრანცისკოში Globalize Silicon Valley Conference-ზე „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს

თეგეტა ჰოდინგი
BM. GE
10.11.23 12:43
208

Globalize-ის რიგით მეოთხე კონფერენცია სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველზე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება Google Cloud Campus-ში ჩატარდა და ქართულ და ამერიკულ დიასპორას, სილიკონ ველის ინვესტორებს, ადგილობრივი ტექქომუნითის, სტარტაპებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. დამსწრე აუდიტორიას 10-მა ქართულმა სტარტაპმა საკუთარი ბიზნესიდეა გააცნო.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კონფერენცია იყო, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა გლობალურ აუდიტორიას ბიზნესგამოცდილება გაუზიარეს. სპიკერებს შორის იყოთეგეტა ჰოლდინგისციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი. ნიკა კოხოძემ ისაუბრა ციფრულ რეალობაზე და ამ სამყაროშითეგეტა ჰოლდინგისხედვასა და გამოცდილებაზე.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი: თეგეტა, როგორც მულტიბრენდული კომპანია, გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზე. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია, ციფრული მიმართულებითაც შევინარჩუნოთ თეგეტას სტანდარტი და ხარისხი. დიგიტალიზაცია ავტოინდუსტრიაში - სწორედ ეს იყო თეგეტას მთავარი სათქმელი Globalize Silicon Valley Conference-ის ფარგლებში. ამ მიმართულებით ჰოლდინგში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. სწორედ „თეგეტაა“ პირველი, ვინც საქართველოს ბაზარზე ავტომობილების ონლაინ შერჩევისა და ყიდვის შესაძლებლობა შექმნა. ასეთ ინოვაციებზე დგას ჩვენი სამომავლო გეგმები დიგიტალიზაციის მიმართულებით.

რაც შეეხება კალიფორნიაში, Google Cloud Campus-ში, გამართულ ღონისძიებას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებას. თეგეტას მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე სხვადასხვა ქართულ სტარტაპს მიეცა შესაძლებლობა, თავისი პროდუქტი უცხოელი ინვესტორებისთვის გაეცნო, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი სამომავლო განვითარებისთვის“.

ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგშიაქტიურად ინერგება სხვადასხვა სერვისი. მათ შორის მნიშვნელოვანია E-commerce მიმართულება და თეგეტას ონლაინმაღაზია shop.tegetamotors.ge. კომპანიის სერვისცენტრებში პროცესები უკვე მაქსიმალურად დიგიტალიზებულია, დანერგილია რიგების მართვის სისტემა, მწვანე ოფისის კონცეფციის ფარგლებში კი ფურცლის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი. მხოლოდ 2022 წელს ამ პროექტის შედეგად 1000-ამდე ხე გადაურჩა მოჭრას.

Globalize-ის მეოთხე კონფერენციას, სადაცთეგეტა ჰოლდინგისციფრულ ტრანსფორმაციაზე გაკეთდა აქცენტი, 300-ამდე სტუმარი დაესწრო. Globalize არის ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. Globalize Community უკვე აერთიანებს 5,000-ამდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ, ორგანიზაციას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-ამდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები