30 ოქტომბერს აშშ-ში, სან-ფრანცისკოში ქართველი ექსპორტიორების პრეზენტაცია-გამოფენა გაიმართება, რომლის ორგანიზებას Globalize-ის გუნდი და საქართველოს გენერალური საკონსულო უზრუნველყოფენ.
„საქმიან საღამოში“ სტუმრობისას, Globalize-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, სალომე კუკავამ ღონისძიების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოფენის ფარგლებში, ქართული კომპანიები ამერიკული იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელებისთვის საკუთარი პროდუქციის წარდგენას შეძლებენ. საერთო ჯამში, პრეზენტაციაზე 35-მდე ქართული წარმოების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი.
გარდა ამისა, მონაწილეებს საშუალება ექნებათ: დაამყარონ კონტაქტები, შეიძინონ ახალი სტრატეგიული პარტნიორები და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით გააფორმონ ხელშეკრულებები.