მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სან-ფრანცისკოსკენ მიმავალი თვითმფრინავი კრასნოიარსკში ავარიულად დაეშვა - РБК

სს

სან-ფრანცისკოსკენ მიმავალი თვითმფრინავი კრასნოიარსკში ავარიულად დაეშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Air India-ის თვითმფრინავმა, რომელიც დელიდან სან-ფრანცისკოში მიფრინავდა , კრასნოიარსკის აეროპორტში დაშვება მოითხოვა.

РИА Новости-ის ცნობით, ბოინგმა ავარიული დაშვება მოითხოვა იმის გამო, რომ სატვირთო განყოფილებაში ცეცხლის სენსორი გააქტიურდა.

საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელმა, არტემ კორენიაკომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა მოსკოვის დროით 19:52 საათზე და ავტოსადგომზე მივიდა.

ეკიპაჟმა დაშვება მოითხოვა სატვირთო განყოფილებაში ხანძრის ინდიკატორის გამო, მაგრამ დაშვების შემდეგ ცეცხლის ან კვამლის ნიშნები არ ყოფილა, დასძინა კორენიაკომ.

ბორტზე 243 მგზავრი იმყოფებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები