მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სანამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა, პოლიციელები არ განძრეულან"

5d0cd955e157c
სალომე მეცხვარიშვილი
21.06.19 17:18
1244
ეს იყო რთულია აქცია. პოლიციამ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები არ განძრეულან,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ აქციის დაშლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იქ, სადაც იყო ძალის გადამეტების ფაქტი, დეტალურად შეისწავლიან ამ შემთხვევებს. ამასთან, გიორგი გახარია ამბობს, რომ პოლიტიკოსები, რომლებმაც ამ ყველაფრის პროვოცირება მოახდინეს, უცებ გაქრნენ და 10 საათის მერე იქ არცერთი მათგანი არ ყოფილა.

“გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი, გუშინ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც მიმართული იყო პოლიციისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ და ამან მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი რამ, რაც ამ ქვეყანაში ათწლეულებია არ მომხდარა.

ახლა რაც შეეხება, რა მოხდა? მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლოამენტში შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ, პროცესები დაიძაბა ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება...ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ნახეს ეკრანებზე...იძულებული გახდა, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. არალეტალური, რა თქმა უნდა.

ჩვენ ვამზადებთ და საჯაროს გავხდით, წუთების და წამების მიხედვით როგორ ვითარდებოდა რუსთაველზე მოვლენები. უდიდესი აღშფოთება ჩემში გამოიწვია იმან, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დააპროვოცირეს რიგითი მოქალაქეები, შემდეგ გაქრნენ. არცერთი მათგანი 10 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა, ყველა გაიქცა და შეატოვეს მოქალაქეები”,- განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები