მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანამ ეს უწყება იარსებებს, მისი ხელმძღვანელი მე ვიქნები - რაჟდენ კუპრაშვილი

რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ იგი სამსახურში რჩება და ბიუროს ხელმძღვანელობას აგრძელებს. ის ბიუროს ხელმძღვანელი იქნება მანამ, სანამ უწყება იარსებებს.

„მე სამსახურში ვრჩები. მადლობა თქვენი ემოციისა და ინტერესისთვის. როგორც ხედავთ, სამსახურში მოვედი, ვაგრძელებ სამსახურს. სანამ ეს უწყება იარსებებს, მისი ხელმძღვანელი მე ვიქნები,“ - განაცხადა კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან.

ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 15 დეკემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, ბიურო შეიქმნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 პრიორიტეტული ამოცანის საფუძველზე.

რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობას ბიუროს შექმნის დღიდან იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები