მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანამ GMP სტანდარტი ამოქმედდებოდა 80 წარმოება იყო და ახლა, მხოლოდ ოთხია - ასოციაცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ნებართვების გარეშე  და სანებართვო პირობების დარღვევით მოქმედი აფთიაქების გამოვლენის მიზნით. მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა

ექსპორტიორი ფარმაცევტული კომპანიებისთვის GMP სტანდარტის დანერგვა 2026 წლამდე გადავადდა. მიმდინარე წლიდან, კარგი საწარმოო პრაქტიკის ანუ (GMP) დანერგვის ვალდებულება ყველა ფარმაცევტულ კომპანიას თანაბრად უნდა შეხებოდა. რეგულაცია 2023 წლიდან ამოქმედდა, თუმცა ის საგამონაკლისო წესით, ექსპორტიორებზე არ გავრცელდა.

31 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ იმისთვის, რომ ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტი არ შეფერხდეს კომპანიებს რეგულაციის დაკმაყოფილებისთვის ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემათ.

როგორც ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან გოგიბერიძე BMG-თან საუბრისას ამბობს, ამ სტანდარტის ამოქმედების გადადება ადრე რომ მომხდარიყო ბევრი საწარმო არ გაჩერდებოდა.

"სანამ GMP სტანდარტი ამოქმედდებოდა 80 წარმოება იყო, შემდეგ 50 და ახლა მხოლოდ ოთხია, რომელსაც ეს სტანდარტი აქვს. როგორც ინფორმაცია მაქვს დაახლოებით ათი კომპანიაა, რომელთაც ეს სტანდარტი სურთ დააკმაყოფილონ. მინდა გითხრათ, რომ დიდი უმეტესობა ამ წარმოებების საერთოდ გაჩერებულია და არანაირ ოპერაციას არ ახორციელებს. გარკვეულმა ნაწილმა პროფილი შეიცვალა და სასურსათო დანამატების წარმოებაზე გადავიდა, რაც GMP-ის სტანდარტების დაკმაყოფილებას არ მოითხოვს. დადგენილება, რომელიც 30 დეკემბერს ამოქმედდა და რომლითაც ეტაპობრივად მოხდება GMP-ის სტანდარტის ამოქმედება, ეს გეგმა სამინისტროს ჯერ კიდევ 2020 წელს წარვუდგინეთ, თუმცა სამწუხაროდ მაშინ ამ იდეის გაზიარება არ მოხდა. მაშინ რომ მომხდარიყო ეტაპობრივი დანერგვა უკვე ახლა დაახლოებით ათი ქარხანა იქნებოდა ამ სტანდარტის მფლობელი", - ამბობს გოგიბერიძე,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები