მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სანდომი”: იმპორტირებულ საკონდიტრო ნაწარმს ჩავანაცვლებთ

62331107a7ffb
სალომე ჭიპაშვილი
17.03.22 23:00
1560
რუსეთ-უკრაინის ომის გამო წარმოქმნილ საკონდიტრო ნაწარმის დეფიციტს ქართულ ბაზარზე „სანდომი“ შეავსებს. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ კომპანიის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, საბა მამალაძემ განაცხადა.

„საქართველოს საკონდიტრო ნაწარმის ბაზარზე რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტირებულ პროდუქციას დაახლოებით ნახევარი უჭირავს. „სანდომის“ პროდუქციის წილი მხოლოდ 20 პროცენტია, მაგრამ პოტენციალი იმის, რომ ის დანაკარგები რაც იმპორტიორი ქვეყნებიდან შემოგვდიოდა შევავსოთ, ნამდვილად გვაქვს. სრული დატვირთვით თუ ვიმუშავებთ, ჩვენს წარმადობას გავაორმაგებთ.“ - განაცხადა საბა მამალაძემ. 

მისივე თქმით, „სანდომი“ ყოველწლიურად ვითარდება და კომპანიის ზრდა საშუალოდ 15%-ია.
„სანდომის“ ორცხობილებზე ფასი ამ ეტაპზე 5-დან 15 ლარამდე მერყეობს, თუმცა კომპანიაში აპრილიდან ფასების ზრდას ვარაუდობენ.

„2021 წელს პროდუქციაზე ფასის ორჯერ გაზრდა მოგვიწია და ეს ტენდენცია 2022 წელსაც შეიმჩნევა. მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ფასების მომატება აპრილიდან მოგვიწევს.“ - აღნიშნა საბა მამალაძემ.

ცნობისთვის, „სანდომმა“ ამ ბრენდის ქვეშ ოპერირება 2011 წელს ორი საწარმოთი დაიწყო, რომელიც 100-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს და ქვეყნის მასშტაბით 8 000 ობიექტს ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები