მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$52-მილიონიანი კონტრაქტი - სანდრო მამუკელაშვილი კარიერას ლოს ანჯელეს ლეიკერსში გააგრძელებს

სს

"სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს", - ამის შესახებ ინფორმაციას NBA-ის ყველაზე სანდო ინსაიდერი, შემს შარანია ავრცელებს.

სანდროს კალიფორნიულმა კლუბმა 4-წლიანი, 52 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა.

მამუკელაშვილმა გასული სეზონი "ტორონტო რაპტორსში" გაატარა, სადაც რეგულარულ სეზონში საშუალოდ 11.2 ქულას, 4.9 მოხსნასა და 1.9 შედეგიან პასს აკეთებდა.

რამდენიმე წუთის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ "ანგელოზებს" "იუტა ჯაზის" ცენტრი უოლკერ კესლერი შეუერთდება, მის სანაცვლოდ "ლეიკერსმა" "ჯაზს" 2 პირველი რაუნდის პიკი დაუთმო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები