სანდრო მამუკელაშვილი მომავალ სეზონშიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშებს. მისმა ამჟამინდელმა კლუბმა “სან ანტონიო სპურსმა” ქართველს კვალიფიციური შეთავაზება გაუკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდა, აქედან გამომდინარე, მინიმუმ 1-წლიანი კონტრაქტი გარანიტრებული აქვს.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ ბუნდოვანი იყო თუ სად გააგრძელებდა ქართველი ფორვარდი კარიერას, თუმცა ლიგის წყაროზე დაყრდნობით ამერიკელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ “სპურსმა” სანდროს კვალიფიციური შეთავაზება გაუკეთა და შესაბამისად, შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდა.
ამჟამინდელი მონაცემებით გუნდებს შეუძლიათ მამუკელაშვილს შეთავაზება გაუკეთონ, თუმცა, ტექსასელებს აქვთ უფლება, რომ ქართველ კალათბურთელს იგივე პირობები დაუკმაყოფილონ და შესაბამისად, დაიტოვონ. თუ “სპურსსა” და სხვა კლუბს შორის შეთანხმება არ შედგა, მაშინ ქართველი ფორვარდი კვალიფიციური შეთავაზების პირობების მიხედვით, 2.7 მილიონ დოლარს მიიღებს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მამუკელაშვილი მომდევნო სეზონშიც NBA-ში ითამაშებს, თუმცა კლუბის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.