მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანდრო მამუკელაშვილი "პანათინაიკოსში" ტრანსფერთან ახლოსაა

მამუკელაშვილი პანათინაიკოსში

საქართველოს ნაკრების ფორვარდის სანდრო მამუკელაშვილის ევროპულ კალათბურთში დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება.

ქართველ კალათბურთელს "სან ანტონიო სპურსთან" ერთ წლიანი კონტრაქტი უკვე ამოეწურა, რა დროშიც $2 მილიონი გამოიმუშავა, და ახლა თავისუფალი აგენტია.

News 4 San Antonio-ს რედაქტორი დონ ჰარისი წერს, რომ მამუკელაშვილი "სპურსისგან" კვალიფიციურ შეთავაზებას ვეღარ მიიღებს და გუნდიც თავის მხრივ თანახმაა კალათბურთელი 1 ივლისიდან ბაზარზე
შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას. თუმცა ცხადია, ეს არ გამორიცხავს იმასაც, რომ საბოლოოდ, ქართველი კალათბურთელი ისევ სპურსში აღმოჩნდეს.

ბოლო პერიოდში მამუკელაშვილთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად ათენის "პანათინაიკოსს" ახსენებენ, რომელსაც წინა ხაზის გაძლიერება სურს. ქართველი კალათბურთელის დამატება ძალიან სურს ბერძნული გრანდის თავკაც ერგინ ატამანს, რომელიც სანდროს ცენტრის პოზიციაზე მოიაზრებს.

თავის მხრივ იწერება, რომ გოგა ბითაძის დამატებით "ლოს-ანჯელეს ლეიკერსი" ინტერესდება, რომელთაც ცენტრის პოზიციაზე ქართველი მოთამაშე მეტი სიღრმისთვის ესაჭიროებათ.
შეგახსენებთ, რომ ბითაძეს ამჟამინდელ კლუბ "ორლანდო მეჯიქთან" მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. გასულ სეზონში მან გუნდში $9 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები