მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანდრო მამუკელაშვილი “ტორონტო რაპტორსში” ითამაშებს

მამუკელაშვილი რაპტორსში

NBA-ის მთავარი სატრანსფერო ექსპერტისა და ESPN-ის ანალიტიკოსის შემს შარანიას ინფორმაციით საქართველოს ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი “ტორონტო რაპტორსში” იასპარეზებს.

კანადელებთან სანდრომ 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა რა დროშიც $5,5 მილიონს მიიღებს.

1 ივლისიდან მამუკელაშვილი შეუზღუდავი თავისუფალი აგენტი იყო, მას შემდეგ რაც კვალიფიციური შეთავაზებით “სან ანტონიო სპურსმა” არ მიმართა. გახანრგძლივდება თუ არა ქართველი კალათბურთელის კონტრაქტი მეორე სეზონში ეს მის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილის დამატებით აქტიურად ინტერესდებოდა ბერძნული “პანათინაიკოსი”, კერძოდ მათი მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი სანდროს სატრანსფერო ფანჯარაზე ფავორიტად მიიჩნევდა, თუმცა სანდრომ არჩევანი როგორც გამოჩნდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დარჩენაზე შეაჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები