მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანდრო მამუკელაშვილმა “სან ანტონიო სპურსთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

მამუკელაშვილმა სპურსთან გაახანგრძლივა

ESPN-ის გავლენიანი ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სანდრო მამუკელაშვილი 2024/25 წლების სეზონშიც “სან ანტონიო სპურსის” რიგებში იასპარეზებს.

ქართველმა ფორვარდმა ტექსასელებთან ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მომავალ სეზონში 2,2 მილიონ დოლარს მიიღებს. ინფორმაციას Priority Sports-ის წარმომადგენლები ჯორჯ რუსაკისი და მარკ ბარტელშტეინი ადასტურებენ.

25 წლის ქართველ ფორვარდს კონტრაქტი გასული სეზონის ბოლოს დაუსრულდა, თუმცა “სპურსმა” მას კვალიფიციური შეთავაზება გაუკეთა და სანდროც შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდა. აქედან გამომდინარე სხვა გუნდებს შეეძლოთ მისთვის წინადადება გაეგზავნათ, თუმცა, ტექსასელებს უფლება ჰქონდათ იგივე პირობები დაეკმაყოფილებინათ და მამუკელაშვილი “სპურსში” დაეტოვებინათ.

ამ მოვლენების შემდგომ სანდროს სტატუსი შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის სახით ჩანაცვლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თავისი კლუბის ჩარევის გარეშე შეეძლო ნებისმიერ გუნდში გადასვლა, თუმცა როგორც ჩანს სან ანტონიოში დარჩენა არჩია.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილის დამატებით იტალიური საკალათბურთო გრანდი “ოლიმპია მილანო” იყო დაინტერესებული, რომელიც თავდაპირველ ინტერესს ჯერ კიდევ გაზაფხულზე იჩენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები