მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანდრო მეგრელიშვილს ტროტუარზე დგომისთვის 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სანდრო მეგრელიშვილი

სანდრო მეგრელიშვილს ტროტუარზე დგომისთვის 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოიტანა.

სანდრო მეგრელიშვილი პირველია, ვისაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა შეუფარდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანდრო მეგრელიშვილს 17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები