მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანდრო ონოფრიშვილი: მესტია უახლოეს 7-8 წელში ევროპის საუკეთესო სამთო კურორტი იქნება

58612f8612dc7
BM.GE
26.12.16 19:00
2597
დეკემბერში საქართველოს ზამთრის კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობა 30%-ით გაიზრდება - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით წლევანდელ სეზონზე სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურისტების რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან რისი ერთ-ერთი მიზეზიც ევროპაში სეზონზე არსებული დაბალი ნალექია.

რაც შეეხება სვანეთს, ონოფრიშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელს სვანეთში ტურისტების დიდ ნაკადს ელოდებიან და წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი მზარდია. ტურისტების გაზრდილი მაჩვენებლის ერთ-ერთ მიზეზად ონოფრიშვილი ევროპაში მიმდინარე სეზონზე ნალექსი ნაკლებობას ასახელებს.

"2017 წელს მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მშენებლობა დაიწყება, ასევე ჩვენ ვიწყებთ კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობას.

ვფიქრობ, რომ მესტია უახლოეს 7-8 წელში ევროპის საუკეთესო კურორტი იქნება", - ამბობს ონოფრიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები