მილიარდერი ბიზნესმენი და კრემლის კრიტიკოსი ბილ ბრაუდერი ევროკავშირს მოუწოდებს სანქციები დაუწესოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ბრაუდერის თქმით, საჭიროა სწრაფი მოქმედება, რადგან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.