მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების მე-11 პაკეტი რუსეთისთვის - გავლენა საქართველოზე

BM.GE
26.06.23 16:30
167
ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სექტორების დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამასთან, სანქციების ახალი პაკეტით ე.წ. “შავ სიაში” არაერთი ორგანიზაცია და ადამიანი მოხვდა. თუმცა, როგორც ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, სანქციების ახალი პაკეტის მთავარი ფოკუსი დაწესებული სანქციების არარიდების მექანიზმის არსებობას ითვალისწინებს, რომელიც, ამიერიდან, მესამე ქვეყნებზეც გავრცელდება. 

თბილისში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანის ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. რას ცვლის ევროკავშირს სანქციების მე-11 პაკეტი რუსეთისთვის და როგორ უნდა დაიცვას საქართველომ შეზღუდვები? 

სტუმარი: გიორგი მელაშვილი - ევროპულ–ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები