სანქცირებული რუსი ოლიგარქების სახლები ბრიტანეთმა, შესაძლოა უკრაინელი დევნილებისთვის გამოიყენოს – შესაბამის შესაძლებლობას დიდი ბრიტანეთის მთავრობაში უკვე განიხილავენ. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ რამდენიმე ნაბიჯია გასავლელი.
ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი ამბობს, რომ ჯერ უნდა შეისწავლონ და გამოიკვლიონ, რამდენად შესაძლებელია, რომ სანქცირებული სახლები და ქონებები, ჰუმანიტარული მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.
“ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ ქონებებიის სრულად ჩამორთმევაზე, ეს დროებითი ღონისძიება. ჩვენ ამით ვეუბნებით მათ, რომ ისინი სანქცირებული არიან, რადგან მხარს უჭერენ პუტინს: დიახ, ეს სახლები თქვენია, მაგრამ არ გაქვთ მათი გამოყენების ან აქედან შემოსავლის მიღების უფლება. სანამ თქვენ მას არ იყენებთ, თუ ჩვენ შეგვიძლია ისინი სხვების დასახმარებლად გამოვიყენოთ, მაშინ მოდი, გავაკეთოთ ეს”,– ამბობს მაიკლ გოუვი.
“ჩემი აზრით, თუ თქვენი სიმდიდრე და გავლენა გამოიყენება პუტინის მხარდასაჭერად ან მისი კომფორტისტვის, მაშინ თქვენ ამის შედეგების ატანაც უნდა შეძლოთ”,– ამბობს გოუვი.
ამ დროისთვის ბრიტანებთს 800 რუსი ფიზიკური პირი ჰყავს დასანქცირებული, მათ შორის არიას ბანკების, პუტინის ახლო წრის წარმომადგენლები, ოლიგარქები და ა.შ.

























