პეტერბურგში დრონებით თავდასხმის შედეგად ონლაინ-რითელერ Ozon-ის ერთ-ერთ ლოგისტიკურ საწყობში ხანძარი გაჩნდა.
კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი ყველა თანამშრომლის ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ჩვენ სწრაფად მოვახდინეთ ყველა თანამშრომლის ევაკუაცია. არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადეს Ozon-ის პრესსამსახურში.
სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორ ალექსანდრ ბეგლოვის განცხადებით, ღამის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმებისას ხანძარი გაჩნდა ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებზეც. კერძოდ, ცეცხლის კერები დაფიქსირდა ნევის, კრასნოსელსკის, კრასნოგვარდეისკისა და მოსკოვის რაიონებში, ასევე „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალზე“.
გუბერნატორის მონაცემებით, თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 5 ადამიანი.
























