მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცია აშშ-სგან და პასუხი “ქართული ოცნებისგან”

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა"- ამ მიზეზებით ვაშინგტონმა ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან სავიზო შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა. შტატებში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის და ამ ეტაპზე არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ პოლიტიკოსებს შეეხება ეს შეზღუდვა. სანქციების გარდა აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობასაც. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია ამერიკის კანონმდებლობის კონკრეტული მუხლი, რომლის საფუძველზეც სავიზო სანქციები დაწესდება: „პირებზე იმის მიუხედავად, არიან თუ არა მოქმედი ან ყოფილი მთავრობის წევრები თუ არასამთავრობო აქტორები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეეშალათ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებებით სარგებლობაში. ისევე, როგორც ამ პირების ოჯახის წევრებზე“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები