გერმანელმა მებაჟეებმა სანქციების დარღვევის ფაქტზე, ეჭვმიტანილი ორი რუსული ლოგისტიკური კომპანიის ოფისები გაჩხრიკეს. ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო Tagesschau იუწყება.
გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ კომპანიებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები დაარღვიეს.
„არსებობს ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა ეკონომიკური სანქციების გამოყენების შესახებ კანონის დარღვევას“, - განმარტავენ საბაჟო დეპარტამენტში. ჩხრეკა განხორციელდა „ტემპელჰოფ-შონებერგის ტერიტორიაზე, შენობების კომპლექსის დალუქვისა და აქტივების ძიების მიზნით“. გარდა ამისა, ჩატარდა დაკითხვები და ამოღებულია მტკიცებულებები, ნათქვამია დასკვნაში. ადგილზე ასამდე ოფიცერი იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, საუბარია ორ ლოგისტიკურ კომპანიაზე. ორივე ექვემდებარება ევროკავშირის სანქციების რეგულაციას, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური თუ იურიდიული პირების აქტივების გაყინვას.