მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების ეფექტი - რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა

მსუბუქი ავტომობილები საქართველოსთვის კვლავ მთავარი საექსპორტო საქონელია. საქსტატის თანახმად, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში მსუბუქი ავტომობილები პირველ ადგილს 1,3 მლრდ დოლარით იკავებს და მასზე მთელი ექსპორტის 33.5% მოდის. 

8 თვის მონაცემებით, ავტომობილების ექსპორტი 178.1%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქვეყნის გავლით 69 494 ერთეული მანქანის რეექსპორტი განხორციელდა. ღირებულების მიხედვით ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ყირგიზეთი იყო, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 26% მოდის. აღნიშნულ პერიოდში ყირგიზეთში 356 მილიონ 190 ათასი დოლარის ღირებულების 8 983 ერთეული მანქანა გავიდა ექსპორტზე. გადაზიდული მანქანების რაოდენობის მიხედვით კი ლიდერი ყაზახეთია. 

სტატისტიკაში გასათვალისწინებელია გარემოება, რომ მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან აშშ-დან საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში აიკრძალა. საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციებთან მიერთების ეფექტი კარგად ჩანს სტატისტიკაში. 

კერძოდ, აგვისტოში, წინა თვეებთან შედარებით, რუსეთის მიმართულებით ავტომობილების ექსპორტი მნიშვნელოვან კლებას აჩვენებს. 8 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ავტომობილი რუსეთში ივლისში გავიდა. კერძოდ, 13.3 მლნ დოლარის ღირებულების, 1 054 ერთეული, აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი - 781 ათასი დოლარამდე და 85 ერთეულამდე შემცირდა. რა გავლენა აქვს ამ სანქციებს ბიზნესზე? 

სტუმარი: ალექსანდრე ვეკუა - "კავკასიის ავტოიმპორტის" გაყიდვების დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები