საერთაშორისო გადარიცხვების შეფერხება, საპროცენტო განაკვეთების ზრდა და ლარის კურსის გაუფასურება - ფინანსისტები საქართველოს რამდენიმე მოქალაქის მიმართ დაწესებული სანქციების მოსალოდნელ ეფექტებზე უკვე საუბრობენ. მათი თქმით, საერთაშორისო გადარიცხვების შეფერხება უკვე შეინიშნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული საბანკო სექტორზე უარყოფითი გავლენა უფრო გამძაფრდება, რაც პირდაპირ იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. რა რისკებზე საუბრობენ ფინანსისტები არსებული რეალობის გათვალისწინებით?