საერთაშორისო გადარიცხვების შეფერხება, საპროცენტო განაკვეთების ზრდა და ლარის კურსის გაუფასურება- ფინანსისტები საქართველოს რამდენიმე მოქალაქის მიმართ დაწესებული სანქციების მოსალოდნელ ეფექტებზე კიდევ ერთხელ მიანიშნებენ. მათი თქმით, საერთაშორისო გადარიცხვების შეფერხება უკვე შეინიშნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული საბანკო სექტორზე უარყოფითი გავლენა უფრო გამძაფრდება, რამაც ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირი ეფექტი შეიძლება იქონიოს.