[სანქციების] ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესაძლებლობაზე.
"ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან.
ეს უბრალოდ, უახლესი მაგალითია აშშ-ის მიერ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებისა, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში დამნაშავეებს და ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება. პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ", - განაცხადა პატელმა.