მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სანქციების მე-12 პაკეტის საბოლოო დეტალებს ვაზუსტებთ” - ბორელი

ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირი რუსეთისადმი დაწესებული სანქციების მე-12 პაკეტის საბოლოო დეტალებს აზუსტებს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა ორშაბათს განაცხადა. მისივე თქმით, ევროპული კომისია სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობას ამ კვირაში დაასრულებს, რის შემდეგაც დოკუმენტი დასამტკიცებლად ევროსაბჭოს გადაეგზავნება, რა დროსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

ჟოზეპ ბორელის განცხადებით, სანქციების ახალ პაკეტში დამატებითი საექსპორტო შეზღუდვები იქნება გათვალისწინებული, მათ შორის ბრილიანტების მიმართულებით. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სანქციების მე-12 პაკეტის შემოღება, გარკვეულ წილად, სწორედ იმის გამო გაჭიანურდა, რომ ევროპელი დიპლომატები G7-ის წევრი სახელმწიფოებისგან რუსულ ბრილიანტებზე აკრძალვის გადაწყვეტილებაზე მწვანე შუქს ელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, სანქციების მე-12 პაკეტთან დაკავშირებით უკრაინის რადაში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი პაკეტით დამატებითი ბერკეტები განისაზღვრება იმ მესამე ქვეყნების კომპანიების მიმართ, რომლებიც სანქციებს გვერდს უვლიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები