BLB-ის მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ მაღალი სტანდარტების მქონე ბანკების უმეტესობას საერთაშორისო სანქციების დაცვა მოუწევთ, რითაც ცალსახად სანქცირებულ პირებს უხერხულობა შეექმნებათ.
BMG tv-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ეროვნული ბანკის მიერ აშშ-ის სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებაზე საუბრისას, კახა შარაბიძემ აღნიშნა, რომ „მაგნიტსკის სია“ ძალიან მძიმეა, ამიტომ ქართული ბანკები ეცდებიან მას თავი აარიდონ“.
იურისტი ამბობს, რომ შესაძლოა ბანკების ნაწილმა სანქცირებული პირებისთვის ანგარიშების გახსნის ან არ დახურვის გადაწყვეტილება მიიღონ, თუმცა ეს მათ ფინანსურ ტრანზაქციებს მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ შეზღუდავს, საერთაშორისო მასშტაბით კი უხერხულობა ექნებათ.
„ჩემი აზრით, ბანკების უმეტესობას მოუწევს დაიცვას ეს წესი და მათი კლიენტი არ იყოს სანქცირებული წესი, შეწყვიტოს ანგარიშის წარმოება ან არ გაუხსნას. თუ კითხვა იმაში მდგომარეობს რომ შეექმნებათ თუ არა უხერხულობა ამ პირებს, ნამდვილად შეექმნებათ, მაშინაც კი თუ რომელიმე ქართლი ბანკი გაუხსნის ან არ დაუხურავს ანგარიშს, მათ უხერხულობა ექმნებათ საერთაშორისო ტრანზაქციებზე, იმიტომ რომ გამორიცხულია ეს გარიგება რომელიმე შუამავალმა ბანკმა გაატაროს.
ამიტომ დისკომფორტი ნამდვილად ექნებათ მიუხედავად ეროვნული ბანკის პოზიციისა. დისკომფორტი არ ექნებათ მაგალითად ქართულ იურისდიქციაში ლარში გადარიცხვებზე - კომუნალურების გადახდისას, საკვების შეძენისას, მაგრამ სხვა შემთხვევაში ამ პირებს ეს უხერხულობა შეექმნებათ, მიუხედავად იმისა რა პოზიციაზეა ეროვნული ბანკი და რა პრაქტიკა ექნებათ კომერციულ ბანკებს”, - განაცხადა კახა შარაბიძემ.