მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებულთა სიაში უტას შეყვანა იქნება საკმარისი, რომ ივანიშვილის იმპერია დაინგრეს - გოცირიძე

უტა ივანიშვილი

ყოფილი პარლამენტარის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განცხადებით, სანქცირებულთა სიაში უტა ივანიშვილის შეყვანა იქნება საკმარისი, რომ ივანიშვილის იმპერია დაინგრეს. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

„ივანიშვილის მეუღლის დასანქცირება უზარმაზარ პრობლემას შექმნის, მაგრამ საკმარისია, იქ ერთი ადამიანი - უტა ივანიშვილი ახსენონ და მორჩენილია. ივანიშვილის მთელი ბიზნეს იმპერია ინგრევა. ვინაიდან უტა ივანიშვილი არის ფონდი "ქართუს" დამფუძნებელი, "ქართუ" კი არის ყველაფრის დამფუძნებელი, ამიტომ ამით ჩამოიშლება ყველაფერი“, - განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ ამჟამად ბიძინა ივანიშვილს აქვს გამაფრთხილებელი და შეურაცხმყოფელი სანქცია.

მისივე თქმით, ჯერ აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციების ეფექტის 1%-იც კი არ არის ამოქმედებული, „ვერ გრძნობს და წარმოდგენა არ აქვს არც ივანიშვილს, არც მთავრობას, არც ეროვნულ ბანკს, რას ნიშნავს ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიდის“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

სიაში არიან ივანიშვილის ოჯახის წევრები, ახლო გარემოცვა და "ოცნების" მაღალჩინოსნები, მათ შორის ეკატერინე ხვედელიძე.

"მაშინვე მოუწევს გადადგომა" - რომან გოცირიძე ნათია თურნავას შესაძლო დასანქცირებაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები