ესპანურმა Santander Bank-მა უარი თქვა Gunvor-ის მიერ რუსული Lukoil-ის შესყიდვის პროცესის ფინანსურად მხარდაჭერაზე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბანკმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გარიგება დაბლოკა და Gunvor-ს რუსეთთან დაკავშირებული მარიონეტული ოფშორული ჰოლდინგი უწოდა.
იცოდნენ თუ არა Santander Bank-ის ხელმძღვანელებმა ის, თუ ზუსტად ვინ იდგნენ Gunvor-ის მიღმა, ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც ვიცით, Santander-ს Gunvor-ისთვის $2.8-მილიარდიანი სესხი უნდა მიეცა, რომელიც ჰოლდინგს Lukoil-ის აქციების შესაძენად უნდა გამოეყენებინა, თუმცა თავად გარიგება ჩაიშალა, რადგან აშშ-ის მთავრობამ ის სანქციების თავიდან არიდების მცდელობად ჩათვალა.




























