უკვე 26-ე წელია, რაც კომპანია "სანტე" ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის რძის პროდუქტებს სთავაზობს. კომპანია მუდმივად ვითარდება და ცდილობს მომხმარებელს ახალი პროდუქტები შესთავაზოს. კომპანიამ მასშტაბური გადაიარაღების პროცესი გაიარა და ასორტიმენტს ახალი ინოვაციური პროდუქტების ხაზი შესძინა. 150 განსხვავებულ პროდუქტსა და ხუთ ბრენდს შორის - ისეთი პროდუქციაც შედის, როგორიც არის მაგალითად გაწურული და ულაქტოზო მაწონი. რა პროდუქტებს სთავაზობს "სანტე" მომხმარებელს და როგორი სტანდარტებით იწარმოება პროდუქცია?