მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სანტე”: მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის აღდგენას არც წელს ველოდებით

603b687773ee1
ლიკა გურაბანიძე
28.02.21 16:40
1562

"ეს იყო ცუდი სიტუაციიდან საუკეთესოდ გამოსვლის წელი” - ასე აფასებს “სანტეს” გენერალური დირექტორი ერეკლე გამყრელიძე bm.ge-სთან 2020 წელს.

კომპანიის გენ. დირექტორი აღნიშნავს, რომ მომხმარებლების მხრიდან რძეზე და მისგან წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა. მათ შორის გაყიდვების კლება ტურიზმისა და ჰორეკა სექტორის არარსებობამაც გამოიწვია.

“კომპანიაში 2021 წლის მოლოდინებიც პესიმისტურია, რადგან მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის აღდგენას არც მიმდინარე წელს ველოდებით.

ასევე, ეროვნული ვალუტის სხვა ვალუტებთან მიმართებით მკვეთრი გაუფასურების შემთხვევაში, ფასების კორექტირებას შარშანდელის მსგავსად წელსაც არ გამოვრიცხავთ. ძალიან რთულ სიტუაციას მომზადებულები ვხვდებით, პირველი და მეორე კვარტალი კოვიდ შეზღუდვების მხრივ არსებითად სიტუაციას ვერ გააუმჯობესებს. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულში მაღალი ტურისტული სეზონი გვექნება, რადგან ამის წინაპირობა არ არსებობს” - განაცხადა გამყრელიძემ.

"სანტე ჯი ემ თი პროდუქტების", გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2019 წელს 84 მილიონი ლარი იყო. რძის პროდუქტების ბაზრის მეორე უმსხვილესი მოთამაშეა ვიმ-ბილ-დან საქართველო, რომელიც "სოფლის ნობათის" ბრენდით არის წარმოდგენილი. კომპანიის შემოსავალი რძის პროდუქტების რეალიზაციიდან 2019 წელს 58 მილიონი ლარი იყო.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში სულ 572.5 მილიონი ლიტრი რძის წარმოება მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით 10 მილიონი ლიტრით ანუ 1.17%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები