მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანტე" ყველის წარმოების გაფართოებას გეგმავს - რა შედეგებით დაასრულა კომპანიამ 2023 წელი?

სანტე

რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „სანტეს“ შემოსავალი და მოგება გაეზარდა. „სანტე ჯიემთი პროდუქტებმა“ 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, გასულ წელს შემოსავალმა 100 მლნ ლარს მიაღწია და წლიურად ზრდა 6%-იანი ზრდა აჩვენა. მკვეთრად, 4.5 მილიონიდან 14 მილიონამდე გაიზარდა მთლიანი მოგება, საოპერაციო მოგებამ კი, 1.9 მლნ შეადგინა.

2023 წელს კომპანიამ წმინდა მოგების სახით 13 მლნ 357 ათასი ლარი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.

კომპანიის მმართველობით ანგარიშში მითითებულია, რომ „სანტე“ ყოველწლიურად დაახლოებით 12 მლნ ლიტრ რძეს იბარებს და ადგილობრივი ბაზრისთვის 125 -მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. სანტეს გეგმებშია საქართველოში ყველის ბაზრის განვითარება. კომპანია გეგმავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანოს ქართული სახელი და ტრადიციები ისეთი პროდუქტების სახით მაგალითად როგორიცაა ქართული ყველი ან თუნდაც ენდემური მაწონი.

„2023 წელს კომპანიამ განახორციელა კაპიტალური დანახარჯები, მათ შორის ყველის წარმოების გაფართოების მიმართულებით, რის შედეგადაც 20-25%-ით გაიზარდა მწარმოებლურობა“, - ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

2016 წლიდან კომპანია „სანტე“ მსოფლიოს რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის, Lactalis ჯგუფის წევრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები