მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საოფისე ბაზარი ტრანსფორმაციის აქტიურ ფაზაში - არის თუ არა მოსალოდნელი ბაზარზე დისბალანსი?

თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარი იცვლება - „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, მომდევნო წლებში დედაქალაქში საოფისე ფართების მიწოდება მოთხოვნასთან შედარებით, ორჯერ სწრაფი ტემპით გაიზრდება, რაც 2028 წლისთვის ვაკანტურობის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2026-28 წლებში ბაზარზე მიწოდება 28%-ით გაიზრდება, მაშინ, როცა მოთხოვნის ზრდა მხოლოდ 14% იქნება. ეს დისბალანსი კი, პირდაპირ აისახება ვაკანტურობის მაჩვენებელზე. ა კლასის ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნის ზრდაში აქამდე, სექტორის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი უცხოური კომპანიები იყვნენ. მათი წილი მაღალი კლასის ოფისებში 2019 წლის 48%-დან 2025 წლისთვის 67%-მდე გაიზარდა. თუმცა 2028-მდე ამ ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, თანაც იმ ფონზე - როცა მიწოდება სწრაფად იზრდება. რა ტენდენციებია მოსალოდნელი საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე და რამდენად ინარჩუნებს საოფისე უძრავი ქონება საინვესტიციო მიმზიდველობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები