მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საოფისე ფართები m³ საბურთალოს ინოვაციურ უბანში - რას სთავაზობს m² მომხმარებელს?

„m³ საბურთალო
BM. GE
06.06.24 09:27
1487

„m³ საბურთალოს" პროექტში ექვსი საოფისე სივრცე მოეწყობა. როგორც m²-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა, მარიტა კიკნაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მათ საჭიროებაზე მორგებული ფართების ყიდვის შესაძლებლობა და გუნდთან ერთად ინოვაციურ უბანში გადმოსვლის შესაძლებლობა აქვთ. ფართები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ის ადაპტირებულია ნებისმიერი საჭიროების მქონე პირის მოთხოვნებზე.

„ჩვენს ინოვაციურ უბანში ექვსი საოფისე სივრცე გვაქვს, ფართები იწყება 300 კვ.მ-იდან და 1 5000-მდეა. საოფისე სივრცეების ყიდვის და m³ საბურთალოს უბანში მუშაობის უპირატესობა ისაა, რომ სამსახურთან გაქვს ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეს. ეს ნიშნავს, რომ საცობების გვერდის ავლით შეგიძლია ისარგებლო სხვადასხვა ტიპის მომსახურებით თუ პროდუქტით. უბანში 70 კომერციული ფართია განთავსებული, სადაც განთავსდება ბანკი, სუპერმარკეტი, აფთიაქი, კვების ობიექტი, ასევე ტურისტული სააგენტო, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კლინიკა და სხვა“, - ამბობს კიკნაძემ.

m³ საბურთალო მოსახერხებელ ადგილას, მარშალ გელოვანის გამზირსა და აკაკი ბაქრაძის ქუჩებს შორის მდებარეობს. უბანი საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს სპორტულ, საგანმანათლებლო, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას.

კომპლექსს აქვს მოსახერხებელი მდებარეობა, უბანში არსებული სამანქანო გზა ორ მაგისტრალურ ქუჩას - მარშალ გელოვანის გამზირსა და აკაკი ბაქრაძის ქუჩებს - დააკავშირებს. უბნის მშენებლობა 6 ფაზისგან შედგება, რომელიც სულად 2026 წელს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები