მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საოფისე ფართებზე მოთხოვნა შემცირდა - როგორ აისახება არასტაბილურობა კომერციულ უძრავ ქონებაზე;

ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობა კომერციული ქონების ბაზარზეც აისახა. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, საოფისე ფართებზე მოთხოვნა მკვეთრადაა შემცირებული როგორც იჯარაზე, ასევე ყიდვაზე. მათი თქმით, არსებულ გაურკვევლობაში ბიზნესი გაფართოებისგან თავს იკავებს, ასევე არაერთი გარიგება ჩაიშალა. ამასთან, უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, მსხვილი საერთაშორისო კომპანიები უკვე განიხილავენ საქართველოს დატოვებას, რაც კომერციული უძრავი ქონების ბაზართან ერთად, ნეგატიურად აისახება მთლიანად ეკონომიკაზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები